ქურთმა ამბოხებულებმა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. სარაკეტო იერიშს შვიდი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 56. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარ აფეთქებებს, რომლებშიც ხელისუფლება ქურთ ბოევიკებს ადანაშაულებს, ათობით თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ აფეთქებების შედეგად ასევე დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები.