პრინცმა ჰარიმ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ავღანეთის სამხედრო ბაზა "კემპ ბასტიონი" დატოვა. განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა გააკეთა.
"ბი-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრინცის სხვა ბაზაზე გადაყვანის შესახებ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
"უელსის პრინცი, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს, ვინაიდან ის სამეფო ოჯახის წევრია", _ განცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკები ბრიტანელი პრინცის ჰარის მკვლელობით დაიმუქრნენ. პრინცი საჰაერო ძალების შემადგენლობაში პილოტის რანგში მსახურობდა.
"გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, იმისთვის, რომ პრინცი ჰარი და სხვა ბრიტანელი სამხედროები დავხოცოთ, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. ის ჩვენი სამიზნეა და ჩვენ მას მოვკლავთ", _ აცხადებდნენ "თალიბანის" წარმომადგენლები.