"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საბურთალოს მაჟრიტარობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე პარტიის სათავო ოფისში ომის ვეტერანებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სარჯველაძემ ომის ვეტერანებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
სარჯველაძის განცხადებით, ომის ვეტერანები დიდი უსამართლობის წინაშე არიან, მათ ჩამოერთვათ ყველანაირი შეღავათები, რაც ტრადციულად ჰქონდათ.
"შეხვედრამ აჩვენა, რომ ვეტერანებს უსამართლობაში უწევთ ცხოვრება. ჩვენი ბრძოლის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვეტერანთა კეთილდღეობის დონის აწევა. "ქრისტიან-დემოკატების" მთავარი ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაფასებულნი", - განაცხადა სარჯველაძემ.