სარემონტო სამუშაოს გამო, ხვალ, 19 სექტემბერს, 13 საათიდან 15 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლის I შესახვევის, დელისის I, II და III ჩიხის, ნუცუბუძის (ნაწილობრივ), ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.