ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტი უკვე 10 საათზე მეტია პარალიზებულია.
გადაიდო თითქმის ყველა რეისი, რომელიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. უამინდობის გამო მგზავრებს ღამის გათენება აეროპორტში მოუწიათ.
სტრასბურგში ვერ გაფრინდა ქართველი ჟურნალისტებიც, რომლებიც ნატოს მინისტერიალზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.
პრობლემები შეექმნათ ვენეციის კომისისი წევრებსაც, რომლებიც თბილისში სამუშაო ვიზიტით დღეს, განთენიისას უნდა ჩამოფრენილიყვნენ. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც ვენეციის კომისიის წევრები ისხდნენ, სტამბულის აეროპორტმა მიიღო.
როდის განაახლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას, აეროპორტის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.