ინტერნეტ პორტალმა 247wallst.com-მა ყველაზე ღარიბი და გაჭირვებული ქვეყნების რეიტინგი შადგინა. რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების პირველი ხუთეული აფრიკაში მდებარეობს. გამონაკლისია მხოლოდ ჰაიტი, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია. კარიბის ზღვის ქვეყანა მძიმე შიმშილობას განიცდის და იქ მოსახლეობის 77 %-ზე ღრმა შიმშილობასა და სიღარიბეში ცხოვრობს. სტატისტიკის მიხედვით, ჰაიტის მოსახლეობის დანახარჯი დღეში საშუალოდ 1 დოლარს შეადგენს, რაც საკმაოდ მიზერული ციფრია.
რეიტინგის მიხედვით, უღარიბეს ქვეყანათა რეიტინგში მეორე ადგილზეა ეკვატორული გვინიაა, მესამე ადგილზე - ზიმბაბვე, მეოთხე ადგილზე - კონგოს დემოკრატიული რეპუბლიკაა. მეხუთე ადგილზე კი - სვაზილენდია.