უკრაინა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ უფრო ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს, ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ გააკეთა.
ტიგიპკოს განმარტებით, პოლიტიკურ დონეზე ბევრი დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ან არ სრულდება, ან მახინჯდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
"ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქაღალდზე საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკაში ან არ მუშაობს, ან ნაწილობრივ თუ ხდება მისი აღსრულება. ჩვენ ამ პრობლემებს კარგად ვხედავთ და ამიტომ მე შავზე თეთრს ვერ ვიტყვი"- განაცხადა ტიგიპკომ.
არსებული სიტუაციის გამოსწორება, ტიგიპკოს შეფასებით, კორუფციის დამარცხების შემდგომ იქნება შესაძლებელი.
"საჭიროა უფრო მეტი პოლიტიკური ნება კორუფციასთან საბრძოლველად. ბოლო პერიოდში საქართველოში 3-ჯერ ვიყავი და პირადად შევხვდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ის ჩინოვნიკებს აფრთხილებს, რომ საჭიროა ბევრი მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება მკაცრი გადაწყვეტილება - სამსახურიდან დათხოვნა. ანალოგიური მიდგომა საჭიროა უკრაინაშიც. თუ კი ჩვენ დღეს ამ ყველაფერს მკაცრად არ მივუდგებით არაფერი არ გამოვა"- აღნიშნა სერგეი ტიგიპკომ.