„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე დიღმის მასივის პირველ კვარტალში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
ზურა ხაჩიძე ადგილზე გაეცნო დევნილების პრობლემებს და მათ „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ზურა ხაჩიძის განცხადებით, დევნილების ძირითად პრობლებას გაზიფიცირება და მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენს.
"დღეს დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შევხვდი, რომლებიც უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ფართს და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სოციალური პირობებით." - განაცხადა ზურა ხაჩიძემ
მასალის გამოყენების პირობები