გიორგი თარგამაძე სოფელ ბაჯისში კენჭაძეების სამშვილიან ოჯახს ესტუმრა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. კენჭაძეების ოჯახის ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად ოთხი კოლომეტრის გავლა უწევთ. გიორგი თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის გაუმართაობაზე. მისი თქმით, სკოლების ოპტიმიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა, ხოლო სასკოლო ავტობუსების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დაპირება კვლავ შეუსრულებელი რჩება.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მსგავს ოჯახებს ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვებს ქონდეთ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება, ხოლო მეორეს მხრივ ასეთმა გაუმართავმა სისტემამ არ განაპირობოს ქართული სოფლების დაცლა.
კენჭაძეების ოჯახისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვის შემდეგ გიორგი თარგამაძე ქმბროლასურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას გიორგი თარგამაძემ ყურადღება ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომლობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფების დაწესებაზე გაამახვილა.
გიორგი თარგამაძემ მხარდამჭერებს ამბროლაურის ოთხი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პირადად გააცნო: ამბროლაური - აკაკი ვაჩაძე, ონი - შოტა ჩიხრაძე, ცაგერი - კარლო გვიშიანი და ლენტეხი - ირინე კონრატიევა. მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ გიორგი თარგამაძემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო.
„სკოლების ოპტიმიზაციის პროცესი დანაშაულებრივად ხორციელდება და ამას ხელისუფლების უბრალო შეცდომას ვერ ვუწოდებთ. სკოლები განლაგებული უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც ოჯახები ცხოვრობენ და პატარა ბავშვებს არ უნდა უწევდეთ რვა კილომეტრის გავლა სკოლამდე მისასვლელად. „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვპირდებით ჩვენს შვილებს ხელმისაწვდომ და ხარისხიან განათლებას, მშობლებს დასაქმებას, ხოლო პენსიონერებს დაფასებას" - განაცხადა გიორგი თარგამაძე.