"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ახვლედიანი ადგილზე გაეცნო იმ პრობლემებს რომელიც ქუთაისში ერთერთი ყველაზე დიდი დასახლების წიანშე დგას. მან ასევე შეკრებილ მოსახლეობს ქრისტიან-დემოკრატების წინასაარცევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა
გიორგი ახვლედიანის განცხადებით ქუთაისში განსაკუთრებით კი ავტოქარხნის დასახლებაში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემა დგას. მისი თქმით ქალაქში შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 პროცენტი დაუსაქმებელია.ახვლედიანი მიიჩნევს რომ ეს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია და ამის მაგალითად ქუთაისში ხელისუფლების მიერ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პროექტს ასახელებს . მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს არც ქუთაისელების დასაქმების კუთხით მოუტანია პოზიტიური შედეგები და არც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
შეხვედრისას საუბარი პედაგოგების მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ათასობით სტატუს შეჩერებულ სტუდენტსაც შეეხო.
ახველდიანის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატიულ" საქართველოში პედაგოგთა მინიმალური ხელფასი 900 ლარი იქნება, ხოლო, ყველა ის სტუდენტი, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, სახლემწიფოსგან 50-პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს.
გიორგი ახვლედიანმა ყურადღება მაღალ ტარიფებზეც გაამახვილა. მისი თქმით, უსამართლობაა როდესაც მხოლოდ ქუთაისში წყლის გადასახადი - 1 კუბურ მეტრზე 50 თეთრია მაშინ, როდესაც საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახადი გაცილებით დაბალია.
"ავტოქარხნის დასახლება არის ქუთაისში ერთერთი ყველაზე დიდი უბანი სადაც თავს იყრის ყველა ის პრობლემა რომელიც ზოგადად ქუთაისელებს აწუხებთ.პირველ რიგში ეს არის დასაქმების პრობლებ, გაჩერებული საწარმოების გამო ყველაზე მეტი წილი დაუსაქმებელი მოქალაქეებისა სწორედ ამ უბანზე მოდის. ასვეე დიდ პრობლემას წარმაოდგენს განათლების ხელმიუწვდომლობა რადგან აღნიშნულ დასახლებაში ასობით სტუდენტს სატატუსი შეუჩერდა თანხის გადაუხდელობის გამო და რაც ყველაზე მთავარია წყლის უსამართლოდ გაზრდილი გადასახადი რომელიც 1 კიბურ მეტრზე 50 თეთრს შეადგენს ქუთაისლები ხელისუფლების მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებენ . „ განაცხადა გიორგი ახველდიანმა და დასძინა რომ ქდმ-ს გამარჯვების შემთხვევაში ყველა აღნიშნული პრობლემა იქნება დაუყოვნებლივ მოგვარებული