"ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზაგაბუნიამ უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრებელით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა და საცხოვრებლის პროექტი წარმოადგინა.
ზაზა გაბუნიას თქმით, კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები გამოყენებული იქნება უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრებელით დაკმაყოფილებისთვის. აშენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მოქალაქეები გამარტივებული გზით მიიღებენ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში. გაბუნიას თქმით, თბილისის მერიის სოციალური საცხოვრისის პროგრამა ძალიან კარგია, თუმცა თავისი მასშტაბით ის არასაკმარისია და სრულად ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეთა ინეტერესს.
ზაზა გაბუნია: "საკრებულოში ჩემს სახელზე შემოსულია ასობით მოქალაქის განცხადება, რომელიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს. სოციალური საცხოვრისის პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება მისასალმებელია, თუმცა არასაკმარისია და ის სრულად ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეთა ინეტერესს. ამიტომ მე წარმოვადგინე მრავალბინიანი კორპუსი სსპეციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკმაყოფილებას შეძლებს".