"ქრისტიან-დემოკრარიული მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მელიქიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ირაკლი ნარაკიძე და ნიაზ ზოსიძე შეკრებილებს პარტიის საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტბზე ესაუბრნენ.
როგორც ნიაზ ზოსიძემ აღნიშნა პრობლემები, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ამ კონკრეტულ მისამართზეც იდენტურია. მოსახლეობას დასაქმების, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობის, მაღალი ტარიფების და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის პრობლემები აწუხებს.
„ჩვენი, „ქრისტიან-დემოკრატების" პროგრამა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უპირველესად მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. ბავშვებმა უნდა მიიღონ სათანადო განათლება, მშობლები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო პენსიონერები სათანადოდ დაფასებულები. თუკი მოსახლეობა პირველ ოქტომბერს თავის არჩევანს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე" შეაჩერებს, ვპირდებით, რომ მათი სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება." - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ.