21 სექტემბერს, 19:00 საათზე, „არტ ცენტრში" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრის და დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრის რეი კუპერის ფოტო-გამოფენა „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ" გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გამოფენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის საველე ოფისის ინიციატივითა და ორგანიზებით ეწყობა.