სირიის თავისუფალი ოპოზიციური არმია პრეზიდენტ ბაშარ ასადის დაჭერაში 25 მილიონ დოლარს იხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ანატოლიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ერთ-ერთი მეთაურის აჰმად ხიჯაზის თქმით, ამ ჯილდოს ოპოზიციის მხარდამჭერი, ერთ-ერთი სირიელი ბიზნესმენი გადაიხდის. ამასთან ერთად, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ასადი შესაძლოა დაიჭირო "მკვდარი ან ცოცხალი".