2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მაჩვენებელში, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (20,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (15,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (13,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (9,8 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 384,1 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 8,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,1 პროცენტით. 2012 წლის ორი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 7,5 პროცენტი, ხოლო დეფლატორის - 0,7 პროცენტი შეადგინა.