2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (16,6 პროცენტი) გამოირჩევა. "საქსტატის" ინფორმაციით, შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,7 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 პროცენტი) და ჯანდაცვა (5,9 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 384,1 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 8,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,1 პროცენტით. 2012 წლის ორი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 7,5 პროცენტი, ხოლო დეფლატორის - 0,7 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები