,,ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ნომერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ დებატებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, რადგან ამომრჩეველს პარტიებისგან კონკრეტული დაპირებების მოსმენა შეეძლებათ.
,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მოუსმინოს იმ პარტიის ლიდერებს, რომლებიც დებატებში მიიღებენ მონაწილეობას და გაიგონ, თუ რას სთავაზობენ ამომრჩეველს", _ განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატები გაიმართება. დებატებში მონაწილეობას პარტიების სიის პირველი ნომრები მიიღებენ: ,,ნაციონალური მოძრაობა" დავით ბაქრაძე, ,,ქართული ოცნება" კახა კალაძე, ,,ქდმ" გიორგი თარგამაძე, ,,ლეიბორისტული პარტია" შალვა ნათელაშვილი.