საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ზურაბ ჟვანიას ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და ოფიციალური პირები ყვავილებით შეამკობენ საფლავს.
ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. თუმცა გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დამნაშავეთა შესახებ კითხვები კვლავ უპასუხოდაა დარჩენილი.
მისი ცხედარი პირადი დაცვის წევრებმა, თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წარმომადგენელი, რაულ უსუპოვი, რომლიც ცხედარი ახლობლებმა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
ზურაბ ჟვანია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 17 თებერვლიდან გარდაცვალებამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.