"საქართველოს ბანკი" Express სერვისცენტრების ქსელს აფართოებს. ბანკმა თბილისში, რუსთაველის გამზ. #31/13-ში ახლადგახსნილი სუპერმარკეტ „სმარტის" ტერიტორიაზე, Express სერვისცენტრი უკვე აამოქმედა. ბანკის ინფორმაციით, ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვისცენტრები, მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.
საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრები მომხმარებელს დილის 900 საათიდან საღამოს 2100 საათამდე, ასევე შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე ემსახურებიან. Express სერვისცენტრებში მოწყობილია 24 საათიანი თვითმომსახურების ზონაც, სადაც განთავსებულია: ინტერნეტბანკი, ბანკომატი და Express Pay თვითმომსახურების ტერმინალი.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრების ქსელი უკვე 33 ფილიალს ითვლის.