ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ და მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ნატოს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე საქართველოში. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრებიც.