გიგი წერეთელმა და "ნაციონალური მოძრაობის" ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი ჩიკვილაძემ, ითხვისის საკრებულოს სოფლებში შეხვედრა გამართეს ზედა და ქვედა ითხვისის და ბჟინევის მოსახლეობას გააცნეს ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტები, რომელიც მოიცავს დასაქმების სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სამომავლო პროექტებს, ასევე მისცეს განმარტებები 1000 ლარიანი ვაუჩერის შესახებ, რომელსაც ყველა ოჯახი მიიღებს. მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების კუთხით და მათთან ერთად განიხილეს სპეციალური კალენდარი, რომელიც რიგდება მოსახლეობაში და რომელშიც გაწერელია კონკრეტულ დროში განსახორციელებელი პროგრამები.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დასვა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის შესახებ, ასევე განიხილეს სოფლის მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი საძოვრების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების საკითხი, რაც მათივე განმარტებით მოსახლეობისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ჩიკვილაძის განმარტებით ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან მოგვარებულია და უახლოეს პერიოდში მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, ასევე დაისვა ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაჩქარების თხოვნა და სოციალური აგენტების მიერ ოჯახების გადამოწმების აუცილებლობა. გიგი წერეთელმა და გოგი ჩიკვილაძემ გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ დასმული საკითხები დროულად მოგვარდეს.