პირველი არხის ეთერში USAID-ს, IFES-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტ "დებატების" მორიგი გადაცემა გავა. პირველ არხზე ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე დასმულ შეკითხვებს ამჯერად კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების სიის პირველი ნომრები უპასუხებენ. დებატებში მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ბაქრაძე, "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე, "ქართული ოცნებიდან" კახი კალაძე და "ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი.
დებატების ფორმატი საერთაშორისო ფონდის ექსპერტების მიერ არის შემუშავებული. დებატების მიმდინარეობა და პასუხებისთვის განკუთვნილი დრო მკაცრად გაკონტროლდება. სიის პირველი ნომრების შესავალი სიტყვის, პასუხებისა და დასკვნითი გამოსვლის რიგითობა წილისყრის შედეგად განისაზღვრება.
დებატების ტრანსლაცია სატელიტური სიგნალით განხორციელდება, პირდაპირი ტელე-ტრანსლაცია მოხდება მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე და "ფეისბუქის" გვერდზე. დებატები მონაწილეებთან შეთანხმებული წესებით წარიმართება
შეგახსენებთ, რომ .დებატები დღეს ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება.