საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის სულ უფრო ხშირი გამოყენების ფონზე, რუსეთი ვალდებულია "საკუთარი დენთი მშრალად ჰქონდეს". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სწავლება "კავკასია-2012"-ში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ ბრწყინვალედ ხართ მომზადებულები, თქვენ განათლებული ადამიანები ხართ, ხედავ რაც ხდება მსოფლიოში, ხედავთ, სამწუხაროდ როგორ იზრდება ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჩვენი დენთი მშრალად გვქონდეს, უნდა გავზარდოთ რუსეთის თადაცვისუნარიანობა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მან თავისი გამოსვლისას პირობა დადო, რომ რუსეთი გააძლიერებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჯარის თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვას და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პრობლემების გადაჭრას.
პუტინმა, რომელიც სწავლების მსვლელობის პირველ დღეს აკვირდებოდა მასში მონაწილე ქვედანაყოფების მოქმედებას მაღალი შეფასება მისცა.
მასალის გამოყენების პირობები