დღეს, 18 სექტემბერს, 17:00 საათზე, გამომცემლობა "დიოგენე'' იწვევს 7-იდან 10-მდე ბავშვებს ლიტერატურულ კლუბში გასაწევრიანებლად. "დიოგენეს" ბავშვთა კლუბის მიზანია ბავშვებში აამაღლოს წიგნიერების დონე და გასართობი, სასიამოვნო ფორმით შეაყვაროს წიგნის კითხვა.
"დიოგენეს" თანამშრომლები კვირაში ორჯერ ხვდებიან პატარა მკითხველებს, აცნობენ ახალ გამოცემებს, არჩევენ მათთვის სასურველ წიგნებს, აცნობენ როგორც ქართველ ავტორებს, ისე მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებს, მსჯელობენ წაკითხულზე, თამაშობენ შემეცნებით თამაშებს და მხიარული ფორმით აყვარებენ ბავშვებს კითხვას.