ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილის საყვედრუობს და ახსენებს, რომ "რუხი კარდინელების" ნაკეთები ხეირი ჯერ არც პოლიტიკაში უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში.
საყვედური დემორ გიორხელიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თავის გვერდზე გამოაქვეყნა. გდავაზობთ ამ განცხადებას უცვლელად:
"ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
ეს რა წესია?!
საკუთარ პროგრამას წარადგენდეს პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ერთ ადამიანს არ იწვევდეს, პატივისცემის ნიშნად, რომლებიც თვეების განმავლობაში, დღედაღამ მუშაობდნენ ენთუზიაზმზე, და თავდადებით, - მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა თქვენდამი უდიდესი ნდობითა და პატივისცემით?!
"რუხი კარდინელების" ნაკეთები ხეირი ჯერ არც პოლიტიკაში უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში, - მით უფრო, ვერ ნახავს სახელმწიფო მათ ნაკეთებს ხეირიანს!
იმ პროგრამის პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია მპატიჟებდა გუშინ და არა ის ორგანიზაცია, რომლის წიაღშიაც გაკეთდა ამ პროგრამის დიდ ნაწილი "ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა"! მე , როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, პირადი პასუხისმგებლობა მაქვს იმ ორნახევარი ასეული ადამიანის წინაშე, ვინც შრომობდა ჩემთან ერთად. თქვენ საჯაროდ ნახეთ მხოლოდ ნაწილი ამ დიდი ნაშრომისა".