ხვალ, 18 სექტემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ფესტივალის "შემოდგომის თბილისი 2012"-ის ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ეთერ ანჯაფარიძე (ფორტეპიანო). პროგრამაშია: ჩაიკოვსკი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #1 და სტრავინსკი - სუიტა ბალეტიდან "პეტრუშკა".
ფესტივალის ორგანიზატორი და პროექტის ხელმძღვანელია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, პრეზიდენტი - ვახტანგ კახიძე. "შემოდგომის თბილისი" პირველად ჩატარდა 1993 წელს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით.