20 სექტემბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ლადო ბეროზა წარმოადგენს გამოფენას, სახელწოდებით BLACKOUT. გამოფენა იმართება გერმანია-საქართველოს ერთობლივი სამუზეუმო კონგრესის პროგრამის ფარგლებში.
ექსპოზიცია წარმოდგენილია ხელოვნების მუზეუმის სამ საგამოფენო დარბაზში. ბეროზა სკულპტურული ობიექტებით და ინსტალაციებით ახდენს სივრცის, როგორც ერთი მთლიანი ნამუშევრის ორგანიზებას.
ლადო ბეროზა (ვლადიმერ ბეროზაშვილი) ქართველი ემიგრანტია. 2000 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. 2010 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და 2010-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაისტერშულერი. 2010 წელს მიიღო "DAAD"-ის სტიპენდია. 2010 წლიდან მხატვართა კავშირის "Milchhof e.V in Berlin" წევრია. ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აიპ "კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი". პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.