საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილურმა ოპერატორმა მომხარებელს ახალი შეთავაზება, ხმოვანი პაკეტები შეთავაზა . დღეიდან ბილაინის ყველა აბონენტს საშუალება ექნება გააქტიუროს სხვა და სხვა ღირებულების ხმოვანი პაკეტი და შეიძინოს 60 დან 1000 წუთამდე როგორც ქსელის შიგნით ისე ნებისმიერი ქსელის აბონენტთან.
100 უფასო წუთის გააქტიურება ბილაინის ქსელში ერთი დღით 50 თეთრი ჯდება, ერთი თვით 1, 50 ლარი. 300 წუთის შეძენა 3 ლარი, ხოლო 1000 წუთის ღირებულება რომლის გამოყენებაც აბონენტს 1 თვის განმავლობაში შეუძლია 7 ლარია.
ერთვიანი ხმოვანი პაკეტის ღირებულება ნებისმიერ ქსელთან 60 წუთის სასაუბრო დროის მისაღებად 6 ლარია, 150 წუთის მისაღებად 12 ლარი, 500 წუთის მისაღებად 30 ლარი,ხოლო 100 წუთის გამოსაყენებლად 50 ლარი.
" ბილაინი ტრადიციას საუკეთესო შეთავაზებით გამოდის ბაზარზე. დღეს დღეობით უკონკურენტო მომსახურება ხმოვანი პაკეტი , მოსახერხებელია ყველა იმ აბონეტისათვის, ვისაც სურს თავი არ შეიზღუდოს ურთოერთობაში როგორც ქსელის შიგნით ისე სხვა ქსელების აბონენტებთან და პარალელურად მიიღოს ყველა ის ბენეფიტი რომელსაც მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმა სთავაზობს. " - თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი .