სტუდენტების მოთხოვნები ნაწილობრივ სამართლიანია, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისივე თქმით, ის შეძახილები, რომელსაც ახალგაზრდები სკანდირებენ, ურთიერთობებს ვერ მოაწესრიგებს.
"სტუდენტების პრეტენზიები სასწავლო ბაზებთან დაკავშირებით სამართლიანია, რომლის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ანდრო ბარნოვმა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დატოვოს, ბარნოვი ხელისუფლების მხრიდან დეკანად არავის დაუნიშნავს და ის თავად რექტორის თხოვნით მოვიდა აღნიშნულ თანამდებობაზე, ანდრო ბარნოვი უკვე აღარ მუშაობდა სამხედრო აკადემიაში და მე მოვიწვიე. ის არც არჩეულია და არც დანიშნული, მოწვეულია 6 თვით და მერე გახდება ცნობილი, ავირჩევთ თუ არა დეკანად",- განაცხადა კვიტაშვილმა.