სააკაშვილს ჰგონია, რომ მან ააშენა ბაგრატი, - განუცხადა ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "თბილისი მარიოტში" საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"შეიძლება სააკაშვილმა რამდენიმე დღეში თქვას, რომ ეს ტაძარი მისი დაგეგმილი და მისი აშენებულია. ტაძრების გახსნაზე და მასზე დასწრებაზე ამხელა რეაქცია დაუშვებელია, ეს კეთდება მხოლოდ ამ კაცისგან. მას უნდა აჩვენოს, რომ აღმშენებელია და აშენებს. 500-ზე მეტი ძეგლი ავაშენეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი და არც ერთზე არ ყოფილა ამხელა აჟოიტაჟი, ასე უნდა ყოფილიყო ახლაც. რა იყო რა ამბავი დაატრიალეს. ფოთში რომ იხსნება ახალი ტაძარი ეს ძალინ კარგია. თუ მოვახერხეთ მივალთ, თუ ვერ მოვახერხებთ ამასაც ვიტყვით, პატივს მაინც ვცემთ და მივაგებთ. ახლა ეკლესიური გახდა თურმე სააკაშვილი", - აცხადებს ივანიშვილი.