,,საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ არა რომელიმე პარტიის, ან ხელისუფლების", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ მინისტრებს ,,ქართული ოცნების" სამოქმედო სტრატეგიის შესახებ შეკითხვები გაუჩნდათ.
,,საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ ისინი პატივს სცემენ მხოლოდ დემოკრატიულ აღჩევნებს და რომ ისისნი საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ და არა რომელიმე პარტიის, ან ხელისუფლების. მათ დააზუსტეს ,,ქართული ოცნების" სტრატეგია და ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ ეს გახლავთ ევროატლანტიკური სივრცე. საგარეო სამეთა მინისტრებმა ასევე დააზუსტეს რუსეთთან ურთიოერთობები, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. მგონია კარგი შეხვედრა იყო და საგარეო საქმეთა მინისტებიც კმაყოფილნი დარჩნენ. ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს და ჩვენი პოზიცია კარგადაც გაიგეს", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ხუთი ქვეყნის რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავჯდომარესთან, უკვე გამართეს. დღის ბოლომდე ისინი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან.