დილიდან თსუ-ში სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ი აქციას მართავს. ისინი პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.
აქცია ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარეობდა, შემდეგ კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს. ასევე, მოგვინაბეით, მათ თსუ-ს რექტორის კაბინეტის მისაღებში გადაინაცვლეს და ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათთან რექტორი გამოვიდა, რომლის დროსაც ალექსანდრე კვიტაშვილსა და სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სტუდენტებმა რექტორს ი განუცხადეს, რომ უნივერსიტეტში ავტოკრატიაა და მაღალი გადასახადების შესაბამისი სწავლების დონე არ არის, რექტორი, რექტორატი და რექტორატთან დაახლოებული პირები მხოლოდ მაღალი ხელფასებს იღებენ, საქმე კი არ კეთდება.