„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ქობულეთის სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ამჟამად თამაზ ბაკურიძე ეგრეთწოდებული ენტეესის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ბაკურიძე მოსახლეობას ქდმ-ს საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ესაუბრა.
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით მოსახლეობა უგზოობას, უწყლობას და გაზიფიკაციის პრობლემებსაც უჩივის.
„ბევრია ისეთი ოჯახი რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოართვეს. ყველა შეხვედრაზე მოსახლეობის განწყობიდან ჩანს ის რეალობა რომ ქობულეთს არ ჰყავს პატრონი. ყველა პრობლემის ავტორი კი, რომელიც დღეს არსებობს ქალაქსა თუ სოფლებში არის ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა. ეს პრობლემები გაორმაგდება თუ არსებული ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას. 1 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და გააკეთოთ სწორი არჩევანი." - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.