„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარბის კანდიდატმა ინგა გრიგილიამ გლდანის მე-5 მკ/რ თაკო და ბარბარე მამასახლისები 191 საჯარო სკოლაში მიიყვანა და ყველა სკოლის მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების მიღება ყველა ბავშვისთვის, მასწავლებლების შესაბამისი ხელფასის დანიშვნისა და სახელმძღვანელოების ხემისაწვდომლობა.
„მე დღევანდელი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო ყველა სკოლის მოსწავლეს და გლდანში თაკოსთან და ბარბარე მამასახლისებთან ერთად მოვედი იმისათვის, რომ ყველა ბავშვს პირადად მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სერიოზული განათლების პროგრამა და „ქრისტიან-დემოკრატების " გამარჯვების შემთხვევასი ეს პროგრამა განხორციელდება, სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი დილა სკოლით დაიწყო. "