საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სასკოლო წიგნების შეძენის მსურველებისთვის Express განვადების შეთავაზების შესახებ. სასკოლო წიგნების შეძენის მიზნით, Express განვადებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა საკმარისია მიმართოს საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრებს, სადაც წარადგენს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ საბუთს და სერვისცენტრშივე მიუთითებს ყველა წიგნს, რომლის შეძენაც სურს. Express განვადებით შეძენილი წიგნები მომხმარებელს მიუვა სახლში, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში.
განვადებით სარგებლობისთვის, მომხმარებლის ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 200 ლარს. სესხი გაიცემა 50-დან 200 ლარამდე მოცულობით, ვადით 3-დან 12 თვემდე. თანამონაწილეობა არ მოითხოვება.
საქართველოს ბანკი ოპერირებას უწევს 32 Express სერვისცენტრს, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციებში. სერვისცენტრების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.expressbank.ge; დამატებითი ინფორმაციის მიღება შეთავაზების შესახებ მომხმარებელს შეუძლია