დღეიდან ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს ,,საქართველოს სახალხო ბანკის" ინოვაციური პროდუქტით ,,მ7 ანაბარი". აღნიშნული პროდუქტის უპირატესობას წარმოადგენს პირობა, რომლის მიხედვითაც მეანაბრეებს დაერიცხებათ საქართველოს ბაზარზე 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს +0.1%.
აღსანიშნავია, რომ ,,მ7 ანაბარი" არის ქართულ საბანკო ბაზარზე ერთადერთი პროდუქტი, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირდა ახალი, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი.* ამგვარად მომხმარებელი ისარგებლებს მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და კომფორტით, რადგან არ დახარჯავს დროს საუკეთესო პირობების ძიებაში.**
ინოვაციური პროდუქტი ასევე მიმზიდველია იმით, რომ ბაზარზე 12-თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის შემცირების შემთხვევაში განაკვეთი ,,მ7 ანაბარზე" უცვლელად მაღალი დარჩება.
,,მ7 ანაბრის" გახსნა შესაძლებელია მინიმუმ 100 ლარით, აშშ დოლარით ან ევროთი და 12-თვიანი ვადით.