,,ქართული ოცნებას" პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელი აქვს მოწერილი", - აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ ქცევის კოდექსს ,,ქართულმა ოცნებამ" ხელი 30 აგვისტოს მოაწერა. M
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა თითქოს ,,ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილ წესებს არ უერთდება.
,, ხელისუფლება, თუ კიდევ გააგრძელებს სპეკულაციებს იმაზე, რომ ,,ქართული ოცნება" სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსს არ უერთდება ჩავთვლით, რომ საქმე გვაქვს ,,ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორებთან", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.