სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012"-ის გამო დესტაბილიზაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
"ეს ნამდვილად არ მატებს სტაბილურობას რეგიონს და ნებისმიერი შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება", - აღნიშნა აჟუბალისმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს, არამედ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მთელს რეგიონში.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა "კავკასია 2008"-მ, რომელიც გაცილებით პატარა მასშტაბის წვრთნები იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფროი მეტ მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ წვრთნებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვაშაძემ.