სპარსეთის ყურეში მასშტაბური სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. სწავლებაში 30 ქვეყნის გემები მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მანევრებში ამოქმედებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების გემები.
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ეს სწავლებები ყველაზე მასშტაბურია მთელს ისტორიაში ამ რეგიონში ჩატარებულ სწავლებებს შორის.
ეს მანევრები ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ მომატებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები