რადიკალური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლა"-ს ლიდერი შეიხ ნასრალა ანტიისლამისტური ფილმის გამო ლიბანში ახალი საპროტესტო აქციების გამართვისათვის მოწოდებით გამოდის. ნასრალა აცხადებს, რომ მუსულმანები "მდუმარედ არ შეურიგდებიან შეურაცხყოფას". ინდორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მიმართვაში, რომელიც "ჰეზბოლას" ტელეარხით ალ-მანახით იქნა გავრცელებული შეიხი მუსულმანებს მრავალდღიანი პროტესტებისაკენ მოუწოდებს.
"ისინი ვინც ამ ფილმის უკან დგანან, ისინი ვინც ამ ფილმის შემქმნელების უკან დგანან, მხარს უჭერენ და იცავენ მათ, უპირველეს ყოვლისა აშშ-ა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს და უნდა დაისაჯოს. მათ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ",_ განაცხადა შეიხმა.
მასალის გამოყენების პირობები