ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ლაგმანში ნატოს საჰაერო იერიშს სულ მცირე რვა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავის მხრივ ნატო ამტკიცებს, რომ ნატოს ავიაციის დარტყმის მიყენების შედეგად მოკლულია 30 შეიარაღებული ბოევიკი, თუმცა აღიარებს, რომ შესაძლოა სამოქალაქო პირებიც იყვნენ დაღუპული.
ეს ოპერაცია მას შემდეგ მალევე იქნა ჩატარებული, რაც ავღანელი პოლიციელების თავდასხმის შედეგად კოალიციის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.