საინიციატივო ჯგუფმა ქვაშვეთის ეზოში ექსტრმისტული ათეიზმი და ფემინიზმი დაგმო. აქციაზე წაკითხულ იქნა სპეციალური მიმართვა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველისადმი.
მიმართვაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვანდალიური ფაქტები „წარმოადგენს რუსი და უკრაინელი ექსტრემისტი ათეისტების და ფემინისტების ვანდალიზმის საქართველოში გადმოღების და დამკვიდრების მცდელობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა რელიგიური გრძნობების მიზანმიმართულ შეურახცყოფას, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და სიწმინდეებზე თავდასხმას. ქართველ ვანდალებს შემთხვევით არ შეურჩევიათ წმ. ნინოს ხატი. ქართველთა განმანათლებლის ფემინისტურ კონტექსტში წარმოდგენა პირდაპირ ეხმიანება Pussy Riot-ის წევრთა მიერ მაცხოვრის ტაძარში გახმიანებულ ლოზუნგს: „ღვთისმშობელო, გახდი ფემინსიტი!" კარგად მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მისი სწავლებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ფემინისტური იდეოლოგია.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს, სათანადო შეფასება და კვალიფიკაცია მისცეთ ამ ვანდალურ ფაქტებს და ჩაატაროთ შესაბამისი გამოძიება, დამნაშავეთ დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი მკრეხელობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება. ამ ფაქტების არგამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების არგატარება კიდევ უფრო „თამამ" ვანდალიზმზე წაახალისებს დამნაშავეთ, მათ შორის, ტაძრებში შეჭრისკენ, ჯვრების განადგურებისკენ და Puss Riot-ის პანკ-ლოცვის ანალოგიური „აქციების" ჩატარებისკენ. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს".
აღნიშნული მიმართვა გადაეცემა სახალხო დამცველს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.