დღეს,17 სექტემბერს , 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს "შემოსავლიანი ადგილი".
ალექსანდრე ოსრტოვსკის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლების ქუთაისის თეატრის ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი ქუთაისის თეატრის 150 წლის იუბილეზე გიორგი სიხარულიძემ კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრელური უნივერსიტეტის ქუთაისის მიზნობრივი ჯგუფის 2012 წლის კურსდამთავრებულები - გია საგინაშვილი, ლუკა მუხიგული, ლიაკო გოგიძე, ნანცო ცხვირაშვილი, თორნიკე ბუხრაშვილი, გიორგი კიკნაველიძე და სხვები.