3 თებერვალს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროს წინ დევნილი პედაგოგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით პრესკონფერენციას გამართავენ.
მათი მიზანია, მედიის დახმარებით, ხმა მიაწვდინონ საქართველოს ხელისუფლებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მასწავლებლებს აწუხებს. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც სამაჩაბლოდან დევნილი მასწავლებლები აღმოჩნდნენ, არის ის ფაქტი, რომ 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა დევნილი მასწავლებლების დაფინანსება.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისში, ასევე გორში მცხოვრები დევნილი პედაგოგები და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მანანა ღურჭუმალიძე.