უახლოესი 6-7 თვის განმავლობაში ირანი ბირთვული იარაღის შექმნის რეალურ ზღვარს მიუახლოვდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ ამერიკულ ტელეარხს NBC-ის განუცხადა.
ნეთანიაღუმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2013 წლის შუა პერიოდისთვის ირანი 90%-ით მიუახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც შეძლებს ურანის გამდიდრებას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
მან აშშ-ს თანადგომისათვის მიმართა, რათა არ დაუშვან ირანის მიერ ამ ზღვარის მიახლოება.
"ირანს მართავენ ლიდერები, რომელთაც ახასიათებთ წარმოუდგენელ ფანატიზმი, იგივე ფანატიზმი, რომელიც ამოძრავებს იმ ადამიანებს, რომლებიც უტევენ უცხო ქვეყნების საელჩოებს. თქვენ გსურთ რომ ბირთვული იარაღი ამ ფანატიკოსების ხელში აღმოჩნდეს?", - განაცხადა ნეთანიაღუმ.
ისრაელის ლიდერი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ქონა რეგიონში სტაბილურ ვითარებას შექმნის.
"ასეთი მიდგომა, არის ადამიანის სიბრიყვის ახალი სტანდარტი", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.