ავტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ. რბოლა 16 სექტემბერს კლასების მიხედვით 11:55 საათზე დაიწყო და 17:10 საათამდე გასტანა და მასში ერთმანეთს ქართველი და რუსი ავრომრბოლელები დაუპირისპირდებიან.
რბოლა ოთხ კატეგორიაში მიმდინარეობდა. Kკატეგორია ,,ფორმულაში" გამარჯვება ნიკა ადეიშვილმა მოიპოვა, ,,ლეგენდსი"- დავით კაკაბაძემ, ,, GT -ში ზურაბ ბეჟაშვილმა, ხოლო კატეგორია ,,მონოში" პირველი ადგილი გიორგი კიკნაძემ მოიპოვა.
რაც შეეხება რბოლაში მონაწილე რუს სპორტსმენებს, მათ ასპარეზობა მედლების გარეშე დაასრულეს.