სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევაზე მიიწვია, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.
,,მომავალ კვირას 23 სექტემბერს მოხდება კურთხევა ფოთის საკათედრო ტაძრის. M ასევე ყველას პოზიციას, ოპოზიციასა და მთელს საქართველოს გიწვევთ ამ დიდებულ ზეიმზე", _ ბრძანა პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას.