.,,არჩევნების გაყალბებას ხელისუფლება ვერ მოახერხებს", _ განაცხადა ივანიშვილმა ,,მეცხრე არხის" ეთერში და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაყალბებულ არჩევნების შედეგებს არ სცნობს.
,,ბოლო დღეებში საქართველოში საინტერესო დელეგაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ამერიკიდან, ევროპელებიც გახლდნენ და საინტერესო პოზიციები დაიკავეს. სააკაშვილმა კარგად გააცნობიერა, რომ მას თავზე ხელს არავინ არ გადაუსმევს და არავინ არაფერს არ გაუფორმებს. ერთადერთი თუ ძალადობისა და გაყალბების გზით გაიფორმებს არჩევნების შედეგებს. Mმაგრამ არჩევნების გაყალბებას ხელისუფლება ვერ მოახერხებს. ამის საშუალებას არ მივცემთ და თუ ადგებიან და უხეშად ჩაიკეტებიან ოთახებში და არჩევნების შედეგებს გადაწერენ სააკაშვილს მაინც არავინ არაფერს არ გაუფორმებს", _ განაცხადა ივანიშვილმა.