„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შუქრი თურმანიძესთან და ზაზა შაშიკაძესთან ერთად სოფელ მახვილაურის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
დეპუტატობის კანდიდატებმა შეკრებილებს პარტიის პროგრამა და პრიორიტეტები წარუდგინეს. ზაზა შაშიკაძის განცხადებით ქდმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაცია მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ გამოსულა. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში ქდმ-ს რეგიონის მაშტაბით უამრავი მსგავსი შეხვედრა აქვს განხორციელებული. შუქრი თურმანიძე კი მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში გვერდში დგომას და ყველა მათი პრობლემის ადგილზე გადაჭრას ან საკანონმდებლო ორგანომდე მიტანას დაჰპირდა.
მოსახლეობას ლევან ვეფხვაძე ქართული სოფლის განვითარების „ქრისტიან- დემოკრატიულ" ხედვაზე ესაუბრა. მისი განცხადებით აუცილებელია ყველა ქართულ სოფელში იყოს საბავშო ბაღი, ნორმალური სკოლა, კეთილმოწყობილი გზა და ინფრასტრუქტურა.
შეხვედრისას ლევან ვეფხვაძემ სოფლის გაზიფიცირების აუცილებლობაზე და სამათლიანი ტარიფების დაწესებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„სოფელი აუცილებლად უნდა მარაგდებოდეს გაზით, მაგრამ მხოლოდ გაზის შეყვანა არ არის საკმარისი. უნდა დაიწიოს გადასახადმა გაზზეც, წყალზეც და ელექტროენეგიაზეც და მთელს ქვეყანაში დაწესდეს სამართლიანი ტარიფები. საბოლოო ჯამში კი უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ისევე როგორც აჭარაში, ასევე მთელს საქართველოში შვილებს ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება, მათი მშბლები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო პენსიონერები - დაფასებულები." - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.