ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა მეთაურმა მოჰამედ ალი ჯაფარმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად, საჯაროდ აღიარა, რომ ირანის ელიტარული ქვედანაყოფი "კუდსი" სირიაში მრჩეველთა სახით მოქმედებს.
მისი თქმით, კუდსის სირიაში ყოფნა, არ ნიშნავს, რომ ქვედანაყოფი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული და ირანი ამ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციას ატარებს.
მისი თქმით, ირანი რეგიონში სირიის ყვეელაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
უნდა აღინიშნოს, რომ სირიის ოპოზიცია დიდი ხანია ირანს რეჟიმის მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაში დებს ბრალს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისირების შედეგად, რომელიც 18 თვეა გრძელდება, ხელისუფლების მონაცემებით 8 ათასმდე ადამიანია დაღუპული, ხოლო გაეროს მონაცემებით კი დაღუპილია 18 ათასზე მეტი ადამიანი.